უკან
გააზიარეთ

სკიმერი თუ გადადინება

admin 15.02.2019 0 comments

მას შემდეგ რაც გადაწყვიტეთ საცურაო აუზის მშენებლობა და მიმართეთ კომპანიას, რომელიც დაკავებულია საცურაო აუზების პროექტირებით და მშენებლობით. საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ეტაპზე, თქვენ აუცილებლად გკითხავთ: „რა ტიპის აუზს ანიჭებთ უპირატესობას: სკიმერულს თუ გადადინებას ?“. მოდით გავარკვიოთ, რა არის სკიმერი და გადადინებიანი აუზები და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. განსხვავება სკიმერსა და გადადინებიანი აუზს შორის არის აუზიდან წყლის მიმღები სისტემა. წყალმიმღები სისტემის მოწყობილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ აუზის ტექნიკურ მახასიათებლებზე, მის დიზაინზე, არამედ მთლიანად პროექტის ღირებულებაზე.

რა არის სკიმერული აუზი

სკიმერული აუზი არის აუზის ტიპი, რომელშიც წყალი აუზის ზედაპირიდან მიდის ფილტრაციის სისტემაში სკიმერის მეშვეობით. სკიმერი არის მოწყობილობა, რომლითაც იღებენ აუზის წყლის ზედა ფენას (უფრო დაბინძურებული). სკიმერულ აუზში წყლის დონე დგას სკიმერის ჰორიზონტალურ ღერძზე, ანუ წყლის ზედაპირიდან აუზის ზედა კიდემდე დაახლოებით 10-12 სმ. სკიმერული აუზი არა მხოლოდ სკიმერით, არამედ ქვედა გამოსასვლელით (ტრაპის საცირლუკაციო ხაზით) არის აღჭურვილი. აუზიდან წყლის აღება ხორციელდება როგორც ზედაპირიდან, ასევე ფსკერიდან. ეს იწვევს წყლის უკეთეს გაწმენდას. ამ სქემით, აუზის წყლის მოცულობის დაახლოებით 2/3 გადის სკიმერში და 1/3 ტრაპშ. აუზიდან აღებული წყალი იფილტრება ფილტრაციის მეშვეობით, გადის თბომცვლელში, იონიზატორში, სტერელიზატორში  (არსებობის შემთხვევაში),  და დეზინფექციის შემდეგ, გაწმენდილი წყალი ისევ ბრუნდება აუზში საქშენების საშუალებით, რომლებიც დამონტაჟებულია სკიმერის მოპირდაპირე მხარეს. აუზის წყლის დაცლა ტრაპის მეშვეობით ხდება.  აუზში სკიმერების რაოდენობა განისაზღვრება წყლის ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე.

სკიმერის სისტემის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის აუზში. ის სტრუქტურულად უფრო მარტივია და სკიმერის ტიპის აუზის აგება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე გადადინებიანი აუზი.

რა არის გადადინებიანი აუზი.

გადადინებიანი აუზი არის აუზის სახეობა, რომელშიც წყალის დონე აუზის კიდესთან არის გათანაბრებული და ზედაპირიდან წყალი გადადის აუზის მთელ პერიმეტრზე განლაგებულ წყალსაცავში (ცხაურშ). შემდეგ წყალი გადადის სარეზერვო ავზში. სარეზერვო ავზი აღჭურვილია საფილტრაციო სისტემის დამცავი მექანიზმით და წყლის დონის კონტროლის მოწყობილობით, რათა  შეინარჩუნოს წყლის მუდმივი დონე აუზში წყლის დამატებით.  გადადინებიან აუზიდან აღებული წყალი გადის იმავე ეტაპებს, როგორც სკიმერულ აუზებში: ფილტრაცია, გათბობა, იონიზაცია, სტერელიზაცია და დეზინფექცია. ამის შემდეგ, ქვედა საქშენების მეშვეობით, რომლებიც თანაბრად არის განლაგებული აუზის ფსკერზე, წყალი კვლავ ბრუნდება აუზში. გადადინებიანი აუზი შესაფერისია ნებისმიერი მოცულობის და ნებისმიერი დიზაინის აუზისთვის. წყლის სარკე, რომელიც აუზის კიდეზეა, ვიზუალურად უფრო ლამაზს და თვალწარმტაცი ხდის მას. გადინების სისტემა უფრო რთულია ვიდრე სკიმერული, მაგრამ ის უფრო ეფექტურია.

კომპანია ფორმულას სპეციალისტები დაგეხმარებიან საცურაო აუზების დაპროექტებას, მშენებლობასა და საფილტრაციო, ელექტრო და გათბობის სისტემების სწორას შერჩევაში. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ აუზის ტიპი: უფრო ეკონომიური – სკიმერული თუ  უფრო სოლიდური – გადადინებიანი.

კომპანია ფორმულას გუნდა აუზებთან დაკავშირებულ თქვენს ნებისნიერ ახირებას ახირებას რეალობად აქცევს.

დაე, თქვენი წყალი მუდამ სუფთა იყოს!

We use cookies to give you the best experience.
All search results
0
    0
    კალათა
    თქვები კალათა ცარიელიმაღაზიაში დაბრუნება