რაც მეტია ქლორი, მით ნაკლებია სუნი
რა უცნაურიც არ უნდა იყოს ეს, წყლის ძლიერი ქლორის სუნი არ ნიშნავს, რომ წყალში ძალიან ბევრი ქლორია. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი ქლორი. პარადოქსი? დიახ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.
საქმეე იმაშია, რომ წყალში მოხვედრისას ქლორის ნაერთები ქმნიან თავისუფალ ქლორს, რომელსაც აქვს ძლიერი სადეზინფექციო ეფექტი. თავისუფალი ქლორი, სწორი დოზირებით და წყლის PH დონით 7,2-დან 7,6-მდე, მთლიანად იხსნება წყალში და შესაბამისად, არ აქვს სუნს და არც იმ ნეგატიურ თვისებები, რომლის გამოც ასე არ მოსწონთ ქლორი – სიწითლე. თვალები, კანის გაღიზიანება.
რა მოვიმექმედოთ
ზოგადი მოსაზრებით, უმჯობესია ქლორამინების გაჩენის პრევენცია, ვიდრე მათთან ბრძოლა.
- pH დონის მუდმივი შენარჩუნება
- სანდო წყლის ფილტრაციის სისტემა
- წყლის ოზონაცია
თუ თქვენ ჯერ კიდევ გჭირდებათ ქლორამინებისგან თავის დაღწევა, მაშინ თითქმის ერთადერთი საიმედო გზა არის წყლის ჰიპერქლორირება. ქლორი უნდა დაემატოს იმ პროპორციით, რომ თავისუფალი ქლორის შემცველობა 10-ჯერ აღემატებოდეს შეკრულ კონცენტრაციას. ამ მეთოდს აქვს მთელი რიგი უკუჩვენების. უპირველეს ყოვლისა, თუ საჭიროზე ნაკლებ ქლორს დაამატებთ, პროცედურა გამოიწვევს საპირისპირო ეფექტს – ქლორამინების კონცენტრაციის მატებას. სათანადო ჰიპერქლორირებით, წყალში თავისუფალი ქლორის დონე ადამიანისთვის სახიფათო იქნება. აუზი უნდა დაიხუროს საზოგადოებისთვის მანამ, სანამ წყალში თავისუფალი ქლორის კონცენტრაცია მისაღები გახდება. ამ პროცესის დაჩქარება შესაძლებელია წყლის გაზავების, ფილტრაციით, დექლორირებით რეაგენტების დახმარებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუზში ქლორის სუნი იმის ნიშანია, რომ წყალი საჭიროებს გაწმენდას და სულაც არა, რომ წყალში ქლორის ჭარბი რაოდენობაა.